"მე მეორე მესია ვარ" - მამაკაცმა 200 ათასი დოლარი დახარჯა პლასტიკურ ოპერაციებში, რათა ქრისტეს დამსგავსებოდა

  23:27:15     14-04-2020

კენტუკის შტატის მაცხოვრებელმა, 30 წლის მარკ ემერმა გადაწყვიტა, ქრისტეს კვალს გაჰყოლოდა და ბოლო წლების განმავლობაში სწორედ იმ საქმიანობას ეწეოდა, რასაც იესო ამ ასაკში.

კერძოდ კი, ემერი გახდა დურგალი, შეისწავლა ასევე ძველი ებრაული კანონები, რელიგიური ტექსტები. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ მან 200 ათასი დოლარი დახარჯა პლასტიკურ ოპერაციბში, რათა ვიზუალურადაც ქრისტეს დამსგავსებოდა.

21 ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ის აცხადებს, რომ "თითქმის კმაყოფილია" თავისი სახით.

"ზოგი ფულს ავტომობილში ხარჯავს, ზოგი ლამაზ სახლში... მე კი ფულს ვხარჯავ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტად მივუახლოვდე ქრისტეს, ამით დავუმტკიცო მას ჩემი სიყვარული. კარგი იქნებოდა, ნამდვილი ქრისტე ვყოფილიყავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ისაა ცუდი, რაც რეალურად ვარ - მე მეორე მესია ვარ" - განაცხადა მარკმა.

მამაკაცს უკვე გამოუჩნდნენ აქტიური კრიტიკოსები, რომლებიც მის საქციელს მკრეხელობას უწოდებენ.