„ასეთი წონითა და ფიზიკურობით პრეტენზია რაზე უნდა გქონდეს?..“ - ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს ფოტოშოპში გაკეთებული სხეულის გამო დასცინა
00:04:54     14-04-2020
ტელეწამყვანებს შორის დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა. ამჯერად, 38 წლის ქსენია სობჩაკმა 44 წლის თინა კანდელაკის ფოტოშოპში დამუშავებული სხეული ამოიღო სამიზნედ.
კანდელაკი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ხშირად იძლევა ხოლმე რჩევებს წონის დალკებასა თუ სხვა სილამაზის პროცედურების თაობაზე. ერთ-ერთი მორიგი პოსტის ფოტო სწორედ ვარჯიშსა და წონის კორექციას ეხებოდა, სადაც ტელეწამყვანი ვარდისფერ სპორტულ სამოსშია გამოწყობილი.
სობჩაკმა აღნიშნული ფოტოს „მხილებისთვის“ რედაქტირებული არეალი წრეში მოაქცია და განაცხადა, რომ თინას ფიტნეს-გურუზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს ასეთი წონითა და ფიზიკური მონაცემებით.
თინა კანდელაკმა საპასუხოდ ორიგინალი ფოტოც დადო და აღნიშნა, რომ ის მოხარულია, სობჩაკი ამხელა ყურადღებას რომ უთმობს კონკურენტს.