"ახალი კორონავირუსის შემთხვევების კლება გაცილებით ნელა დგება, ვიდრე ზრდა"

  21:22:31     13-04-2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების შენელება უფრო ნელა დგება, ვიდრე აჩქარება.

"მაშინ, როდესაც კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად ვრცელდება, გავრცელების შენელება უფრო ნელა ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლება გაცილებით ნელა დგება, ვიდრე ზრდა“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასე აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც სოციალური დისტანცირების ზომების მოხსნას განიხილავენ, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედონ.

"შეზღუდვები ნელა უნდა მოიხსნას და კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. არ შეიძლება იმწამსვე მოხდეს“, - დასძინა მან.