რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

  18:55:31     13-04-2020

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 2558 ადამიანი გამოვლინდა, რაც ერთი დღის ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში პანდემიის არსებობა აღიარა.

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი -1355 დაინფიცირებული დაფიქსირდა მოსკოვში. რუსეთის 82 რეგიონის მასშტაბით COVID-19-ით ჯამში 18328 ადამიანი დაავადდა.

გარდაიცვალა 148 პაციენტი.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით რუსეთში მოქმედებს მომატებული მზადყოფნის რეჟიმი. არ მუშაობენ საზოგადოებრივი დაწესებულებები, დახურულია სასწავლო დაწესებულებები და გაუქმებულია ყველანაირი ღონისძიება.