ისრაელის ყოფილი მთავარი რაბინი კორონავირუსით გარდაიცვალა

  18:02:10     13-04-2020

იერუსალიმის საავადმყოფოში ისრაელის ყოფილი მთავარი რაბინი ელიაჰუ ბაქში-დორონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

79 წლის ყოფილი მთავარი რაბინი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 7 აპრილს მოათავსეს. ბოლო დღეების განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიკოსების ცნობით, ელიაჰუ ბაქში-დორონის რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა.

ელიაჰუ ბაქში-დორონი ისრაელის მთავარ რაბინად 1993 წელს დაინიშნა და ამ თანამდებობას 2003 წლამდე იკავებდა.