"ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საფრთხის ინგორირება მოახდინა, მაშინ რატომ მაკრიტიკებდნენ, ჩინეთთან მიმოსვლა რომ ავკრძალე?"

  14:15:47     13-04-2020

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ექსპერტების გაფრთხილებები კორონავირუსთან დაკავშირებით არ გაითვლისწინა.

"თუ ყალბი ამბების ოპოზიციური პარტია მთელი მონდომებით აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ინგორირება მოახდინა საფრთხის, მაშინ რატომ მაკრიტიკებენ ისინი და მედია, რომ ჩინეთთან მიმოსვლა ავკრძალე? ისინი ამბობდნენ ადრეა და აუცილებელი არ არის. კორუმპირებული მედია!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ ექიმი ენტონი ფაუჩი და სხვა ოფიციალური პირები, დონალდ ტრამპს აფრთხილებდნენ თებერვლის დასაწყისში, რომ პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, მკაცრი ზომები უნდა გატარებულიყო.

ცოტა ხნის წინ CNN-ის მიერ დასმულ შეკითხვას, რამდენად გაითვალისწინა თეთრმა სახლმა ექსპერტების გაფრთხილებები, ექიმა ფაუჩიმ უპასუხა: „იცით, მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩვენ ამ საკითხს წმინდად ჯანდაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ჩვენ რეკომენდაციებს გავცემთ. ხშირად, ამ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. ხანდახან - არა. ეს არის რაც არის. არავინ უარყოფს, შეზღუდვები უფრო ადრე რომ ყოფილიყო დაწესებული, ადამიანები გადარჩებოდნენ“.