დედამ ეტლით მოსარგებლე შვილი TikTok-ის ვიდეოს გადაღებისას ჰაერში მოისროლა

  03:28:58     13-04-2020

ინტერნეტ-პლატფორმა TikTok არა მარტო მოზარდებშია პოპულარული, ის ყველა ასაკის ადამიანმა წარმატებით აითვისა, განსაკუთრებით საკარანტინო პირობებში.

აქ ხშირად თამაშობენ ვიდეო-ჩელენჯებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჩელენჯის დროს, როდესაც ფლორიდელი  უიტაკერების მთელი ოჯახი ჩართული იყო აღნიშნულ ცეკვა-თამაშში, მოხდა ისეთი რამ, რის გამოც ინტერნეტ-მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავდნენ - წერს Daily Dot.

კიმმა, რომელიც 8 შვილის დედაა, თავისი უმცროსი ქალიშვილი გადაღების დროს ჰაერში მოისროლა. ეს ქმედება არ გამოიწვევდა ისეთ განრისხებას საზოგადოების მხრიდან, რომ არ ყოფილიყო ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება - ები (კიმის უმცროსი ქალიშვილი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ის ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება.

მას შემდეგ, რაც კიმის გვერდზე უარყოფითმა კომენტარებმა მოიყარა თავი, კაილიმ - ების 22 წლის დამ კომენტარის სახით განმარტა, რომ მოზარდის სროლის დროს ის გვერდით (კადრს მიღმა) იმყოფებოდა, რათა გოგონა სროლის დროს დაეჭირა.