ინგუშეთის მუფთი კორონავირუსით გარდაიცვალა

  13:20:17     12-04-2020

რუსული მედიის ცნობით, შაბათს, 11 აპრილს ინგუშეთის მუსლიმთა ლიდერი,  აბდურაჰმან მართაზანოვი გარდაიცვალა, რომელსაც მანამდე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. 

რუსეთის სახელწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მანამდე ის საავადმყოფოში გადაიყვანეს პნევმონიის მძიმე ფორმით. კორონავირუსზე პირველადმა ტესტმა დადებითი აჩვენა, - უთხრეს სააგენტოს ინგუშეთის ჯანდაცვის უწყებაში. 

აბდურაჰმან მართაზანოვი  63 წლის იყო. იგი ინგუშეთის მუსლიმთა ლიდერი  2019 წელს გახდა. 

11 აპრილის მონაცემით ინგუშეთში კორონავირუსის  29 შემთხვევაა დაფიქსირებული.