ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა
18:26:19     10-04-2020
ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3019-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობში მსხვერპლთა რაოდენობამ 496-ით მოიმატა.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთ დღეში ბელგიაში ინფექცია 1684 პაციენტს დაუდასტურდა. სულ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 26 667-მდე გაიზარდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 268 პაციენტი იმყოფება.
ბელგიაში სოციალური დისტანცირების ზომები 14 მარტიდან დაწესდა და შესაძლოა, 3 მაისამდე გახანგრძლივდეს.