თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4.056 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა
23:33:50     09-04-2020
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4.056 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი სულ 28,578-ს შეადგენს.
ერთი დღე-ღამის განმავლობაში ინფექციას 96 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-სგან 908 პაციენტი დაიღუპაა
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ვირუსი 2 142-მა ადამიანმა დაამარცხა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 552 პაციენტი რჩება.