აშშ-ში ზედიზედ მეორე დღეს კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

  10:12:52     09-04-2020

აშშ-ში ზედიზედ მეორე დღე კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. 8 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით 1 973 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

სულ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 430 376 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 739 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 23 707 კი გამოჯანმრთელდა. 7 აპრილს აშშ-ში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა.