„მაპატიეთ, თუ შემთხვევით დაგაინფიცირეთ... არ ვიცოდი...“ - სანამ კორონავირუსს დაუდგენდნენ, პაციენტი ექიმებმა ორჯერ მიაბრუნეს სახლში

  23:51:21     08-04-2020

44 წლის დევიდ ლაეტი, ნიუ – იორკის წარმატებული იურისტი, თებერვლის ბოლოს კორონავირუსით დაინფიცირდა. თავიდან მას ეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი იყო, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გართულდა.

„ბოდიშს გიხდით, თუ შემთხვევით დაგაინფიცირეთ. მე იზოლირებული ვიყავი, როგორც კი მივხვდი, რომ ეს ის იყო ... როგორ და სად მოხდა ჩემი დაინფიცირება, წარმოდგენა არ მაქვს! სავარაუდოდ, ეს იყო სადღაც საჯარო ადგილას და აშკარად ხელი შევუწყვე დაავადების გავრცელებას“ - განაცხადა დევიდმა.

ათი დღის განმავლობაში ექიმები მას ჩვეულებრივ გრიპზე მკურნალობდნენ. დევიდს სიცხე ჰქონდა, სახსრები სტკიოდა, აციებდა და მშრალად ახველებდა. 10 მარტს ის სამსახურში არ წასულა. სამი დღის განმავლობაშიტემპერატურის მატებით იწვა სახლში. მან მეორედ მიმართა ექიმს, თუმცა უშედეგოდ - თერაპევტმა ისევ გაუმეორა, რომ მამაკაცი გაციებული იყო და იმისთვის, რომ უკეთ გამხდარიყო, სიგარეტისთვის უნდა დაენებებინა თავი. ორი დღის შემდეგ დევიდი იძულებული გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახა.

ამჯერად, ექიმებმა მიხვდნენ, რომ პაციენტი ზღვარზე იყო და მხოლოდ ამის შემდეგ გაუკეთეს ტესტი კორონავირუსზე, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა.

ცოტა ხანში მისი მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება გახდა საჭირო. როგორც თავად იხსენებს, ის აცნობიერებდა, რომ სიკვდილის ზღვარზე იყო და შიშმა აიტანა.

მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, მისი გადარჩენა მოხერხდა. მართალია, მან ამ დროის განმავლობაში 7 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ სოციალურ ქსელში წერს, რომ სიცოცხლეზე მთავარი არაფერი ყოფილა და ყველა მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს მას. დევიდი თავის პოსტში ასევე მადლობას უხდის ექიმებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.