ამერიკელი მომღერალი ჯონ პრაინი კორონავირუსით გარდაიცვალა

  09:01:50     08-04-2020

ამერიკელი მომღერალი ჯონ პრაინი კორონავირუსით 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

პრაინი, 26 მარტს ქალაქ ნეშვილის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს. მომღერალი ინფექციის გართულების შედეგად დაიღუპა.

"როლინგ სთოუნის" ცნობით, ჯონის და მისი მეუღლის, ფიონას დადებითი დიაგნოზის შესახებ 17 მარტს გახდა ცნობილი. ეს მომღერლის ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ მოხდა.

ჯონ პრაინი საკუთარი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი იყო. ის ასევე, ქმნიდა კომპოზიციებს სხვა შემსრულებლებისთვისაც. ითვლება ქანთრის და ფოლკის ერთ-ერთ კლასიკოსად. ჯონ პრაინი ორგზის "გრემის" მფლობელი იყო.