
სახლში დაბრუნებული ატირებული ექიმი, რომელიც ხელგაწვდენილ მცირეწლოვან შვილს ვერ ეხუტება - ემოციური ვიდეო
23:36:28     07-04-2020
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელმაც უამრავი ადამიანის ემოციები შეძრა.
სახლში მისულ ექიმს თავისი მცირეწლოვანი შვილი ეგებება, რომელსაც მონატრებულ მამასთან ჩახუტება სურს, თუმცა მამაკაცი მას ვერ ეკარება და ტირილს იწყებს.
ვიდეოს კადრებში ასახულია არაბი ექიმი ნასერ ალი ალ-შაჰრანი, რომელიც მუშაობს ერ-რიადის ერთ-ერთ საავადმყოფოში. მის მსგავსად, უამრავი ექიმი არის მოწყვეტილი საკუთარ ოჯახს, რადგან ისინი არ დააყენონ დაინფიცირების რისკის ქვეშ.