ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სამკერვალოს თანამშრომელი ახალი დამზადებული პირბადეებით ფეხსაცმელს იწმენდს, შემდეგ კი ექსპორტისთვის ამზადებს

  23:34:07     07-04-2020

პროვოკაციული ვიდეო ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo გავრცელდა. ძალიან მალე აღნიშნული კადრები მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 

მიუხედავად იმისა, რომ პარამედები და უბრალო ადამიანები პირბადეების დეფიციტს განიცდიან, ვიდეოს გმირი, რომელიც პირბადეების სამკერვალოს თანამშრომელია თავის ფეხსაცმელს ძვირფასი სამედიცინო ნიღბებით იწმენდს და, ყველანაირი ალბათობით, ისინი მალევე ჩაეშვება გაყიდვაში.

ვიდეოს გმირი თამამად აცხადებს, რომ მას გააჩნია პირბადეების ფუფუნება და შეუძლია, რაშიც უნდა, იმაში გამოიყენოს. გარდა მისი ამაზრზენი ქმედებისა, კადრებში კარგად ჩანს გარშემო იატაკზე მიმოფანტული პირბადეები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ჰიგიენის წესების დარღვევაზე.