ირანელი გენერალი: დონალდ ტრამპი კორონავირუსზე უარესია

  15:14:40     06-04-2020

ირანის ადმირალი, ალი შამხანი აცხადებს, რომ კორონავირუსზე უარესი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.

"სანქციების დაწესება ჯანდაცვის მოწყობილობებზე არალეგალური და არაადამიანური აქციაა, რაც ნათლად გამოხატავს ტრამპის მტრულ განწყობებს ირანელი ხალხის მიმართ“,-წერს ადმირალი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

"აშშ-ის წინააღმდეგობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადასცეს ირანს აუცილებელი აღჭურვილობა კორონავირუსთან ბრძოლისთვის, სხვა არაფერია თუ არა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს შამხანი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ირანში კორონავირუსის შედეგად 3600 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 60 000 შეადგინა.