
7 აპრილიდან იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება
15:08:08     06-04-2020
7 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტმა, შინზო აბემ განაცხადა.
რეჟიმი 1 თვეს გაგრძელდება. მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ, ბიზნესს კი მუშაობის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსს 85 ადამიანი ემსხვერპლა, 3 654 კი დაინფიცირდა.