დონალდ ტრამპი პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინზე: ექიმი არა ვარ, მაგრამ ვხედავ ხალხი იღუპება და გამოვიყენოთ, რას ვკარგავთ?

  14:59:06     06-04-2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინზე, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციურ პრეპარატზე, ისაუბრა. 

"დასაკარგი რა არის? გვსურს ამ სიტუაციიდან გამოსვლა. არ ვარ ექიმი, მაგრამ საღი აზრი მაქვს. მინდა, რომ ხალხმა იცოცხლოს. ვხედავ, რომ ხალხი იღუპება. რას ვკარგავთ?

შშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენად ეფექტურია აღნიშნული პრეპარატი.

"მონაცემები დამაფიქრებელია. ყოფილა შემთხვევები, რომლებიც აჩვენებს, რომ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს და ასევე იყო შემთხვევები, რომლებიც ცხადყოფდნენ, რომ არანაირი ეფექტი არ არსებობს. ასე რომ, ვფიქრობ, მეცნიერების თვალსაზრისით, საბოლოოდ ვერ ვიტყვით, რომ ეს პრეპარატი მუშაობს“, - განაცხადა მან.