კორონავირუსით დაავადებული მამაკაცი გამვლელებს სახეში აფურთხებს (ვიდეო +18)
23:35:19     05-04-2020
ბანგკოკის რკინიგზის სადგურზე დამოტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა მამაკაცი, რომელიც უცნაურად იქცეოდა - ის გამვლელებს სახეში აფურთხებდა, შემდეგ კი მატარებელში ავიდა - აღნიშნულ ინფორმაციას News.com.au ავრცელებს. მოგვიანებით, ჩანაწერის მთავარი გმირის უსიცოცხლო სხეული მატარებელში იპოვნეს. ანალიზებმა დაადგინა, რომ იგი კორონავირუსით იყო დაავადებული.
პოლიციამ გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოახდინა - ის 56 წლის ანან საჰოჰი იყო. მან შეიძინა მატარებლის ბილეთი ბანგკოკიდან ნარატივატამდე. კადრები, სადაც აღნიშნული მამაკაცი ჩანს, სწორედ გამოძების ფარგლებში იპოვნეს.
მატარებელში ასვლის წინ მას ტესტი ჩაუტარეს ტემპერატურაზე, თუმცა მას სიცხე არ აღენიშნებოდა. მატარებლის მგზავრებმა განაცხადეს, რომ საჰოჰი ვაგონში გახდა ცუდად. მისი ცხედარი აბაზანის გვერდით აღმოაჩინეს, როდესაც მატარებელი გაჩერდა შუალედურ სადგურზე.
ბორტზე გასვლის წინ საჰოხმა სავალდებულო ტესტი ჩაატარა სხეულის ამაღლების ტემპერატურაზე, მაგრამ მატარებლის მგზავრებმა განაცხადეს, რომ დაინახეს, თუ როგორ იწვა იგი ვაგონში და წავიდა ტუალეტში, სადაც ის ღებინდებოდა. მისი ცხედარი აბაზანის გვერდით აღმოაჩინეს, როდესაც მატარებელი გაჩერდა შუალედურ სადგურზე.
ტაილანდის რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე დგინდება ყველა ის კონტაქტი, რომელიც სადგურზე მასთან სიახლოვეს იმყოფებოდა.