იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა
22:07:02     05-04-2020
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი 19 მარტის შემდეგ არ ყოფილა.
ამ სტატისტიკის პარალელურად, ერთ დღე ღამეში დაინფიცირებულთა რიცხვი 2972-მდე გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, ვირუსისგან 22 000 ადამიანი განიკურნა.