ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 932 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანა დაინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს
15:27:26     03-04-2020
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა. მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 10935-ს მიაღწია.
ქვეყანაში ბოლო დღის მანძილზე 7470 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი, რითაც დადატურებულ შემთხვევათა რაოდენობა 117710-მდე გაიზარდა.
ესპანეთმა დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ისევ ამერიკის შეერთებული შტატებია.