რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4149-მდე გაიზარდა
13:30:49     03-04-2020
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4149-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 601 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულთა უმეტესობა ძირითადად რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში ფიქსირდება.
ოფიციალური მონაცემებით, COVID19-ით ოკუპანტ ქვეყანაში 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 281 გამოჯანმრთელდა.