ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ომს არ ვიწყებთ, თუმცა მაგალითები გვასწავლის, ვინ იქცევა პირიქით

  10:34:09     03-04-2020

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი განცხადებას აკეთებს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ ბრალდებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც თეირანი ერაყში ამერიკის ჯარზე თავდასხმას გეგმავს.

"ნუ შეგიყვანენ შეცდომაში ომის წამქეზებლები - ისევ დონალდ ტრამპი. ირანი მოქმედებს მხოლოს თავდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე. ჩვენ ომს არ ვიწყებთ, თუმცა მაგალითები გვასწავლის, ვინ იქცევა პირიქით," - დაწერა ჯავად ზარიფმა Twitter-ზე და აშშ ტყუილში, თაღლითობასა და "ვერაგ მკვლელობებში" დაადანაშაულა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ.