გარდაცვლილი პოლიტიკოსი საკუთარი ავტომობილით დამარხეს (ვიდეო +18)
00:30:52     03-04-2020
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გარდაცვლილი პოლიტიკოსი საკუთარი ავტომობილით დამარხეს.
72 წლის ჩეკედე პიცოს იმდენად უყვარდა თავისი ავტომობილი, 1990 წლის Mercedes Benz E500, რომ სიკვდილის შემდეგ სასახლის ნაცვლად ამ ავტომობილით დაკრძალვა ჰქონდა განზრახული.
"ის ამ ავტომობილში დიდ დროს ატარებდა. მაშინაც კი, როდესაც გაფუჭდა და აღარ დადიოდა, მამა შიგნით ჯდებოდა და იქ უკეთ ფიქრობდა, მშვიდდებოდა. არა ერთხელ უთქვამს, რომ სიკვდილის შემდეგ მასთან ერთად სურდა დამარხვა" - აღნიშნა პიცოს შვილმა.