კორონავირუსის შიშის გამო, მამაკაცმა თავისი მედიკოსი შეყვარებული გაგუდა

  23:43:41     02-04-2020

28 წლის ექთანმა მამაკაცმა ანტონიო დე პაჩემ თავად დაურეკა პოლიციას და საშინელი ამბავი ამცნო: მან თავისი 27 წლის შეყვარებული ლორენა კარანტა, რომელიც ექიმი იყო, კორონავირუსის შიშის გამო გაგუდა. როდესაც სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს არა მხოლოდ გოგონას ცხედარი, არამედ დაჭრილი ბიჭი, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელობას ცდილობდა - წერს Daily Mail.

იმიტომ მოვკალი, რომ მეშინოდა, ჩემთვის კორონავირუსი არ გადაედო - განუცხადა პოლიციას საავადმყოფოში გადაყვანილმა მამაკაცმა აზრზე მოსვლის შემდეგ. მისი შეყვარებული ექიმი იყო და ისინი ერთად მუშაობდნენ სიცილიის საავადმყოფოში.

უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე წყვილმა კორონავირუსზე ჩაიტარა ტესტი და პასუხები უარყოფითი იყო. თუმცა, თავად ლორენა პასუხისმგებლობით მიუდგა პანდემიის საქმეს. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი იტალიელი ექიმის შესახებ, რომელიც გარდაიცვალა პანდემიის შუაგულში. ლორენამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ არც თავად არის საკმარისად დაცული პირადი დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობის გამო.

იტალია ახლა ევროპაში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში მეორე ადგილზეა კოროვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა გადააჭარბა 13 ათას ადამიანს.