მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

  08:42:10     02-04-2020

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 936,170 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები.

აქედან გარდაცვლილია 47,249 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 194,578 ადამიანი.

ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს რამდენიმე დღის განმავლობაში გადააჭარბებს.