ჯაზის ლეგენდა კორონავირუსით გარდაიცვალა

  00:14:52     02-04-2020

მუსიკოსი და ჯაზის ლეგენდა უოლეს რონი კორონავირუსის გართულებული ფორმის გამო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რონი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

ამის შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია მუსიკოსის ნათესავმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, მოგვიანებით კი ტელეკომპანია CNN-მა აღნიშნული დაადასტურა.