უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალი მშობიარობისას გარდაიცვალა
23:37:52     01-04-2020
უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში 37 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. სამშობიაროში მისვლისას მას ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა, ამიტომ, ექიმებმა ჩათვალეს, რომ ანალიზი აეღოთ კორონავირუსზე. მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა მან, რომ პოლონეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა, მალევე კი ანალიზმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ქალაქის მერის რუსლან მარტინსკივის განცხადებით, ექიმებმა კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს ახალშობილსაც, რომლის პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ანალიზები ასევე გაუკეთეს ოთხ მშობიარე ქალს, რომლებიც გარდაცვლილთან ერთად ერთსა და იმავე პალატაში იწვნენ. მათი პასუხები უარყოფითია, ყველა მათგანი მშობიარობის შემდეგ კარანტინში მოთავსდება, სანამ ორი კვირის შემდეგ განმეორებით ანალიზებს არ გაუკეთებენ.
ამჟამად ოთხივე მაგანი თავს კარგად გრძნობს და დამატებითი კვლევები უტარდებათ.