მეცნიერებმა კორონავირუსზე გავრცელებული მითი უარყვეს

  13:13:06     31-03-2020

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ყველა სახის მითის რაოდენობა. საზოგადოება საუბრობს COVID19-ის სხვადასხვა სწორ თუ არასწორ მოსაზრებებზე.

ერთ-ერთ მითის თანახმად, შანსი, რომ კორონავირუსით დაინფიცირდეს პირი, დაბალია, თუ მას აქვს სხვა ვირუსული რესპირატორული დაავადება. აღმოჩნდა, რომ ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

როგორც შეერთებული შტატების სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექსპერტებმა დაადგინეს, სინამდვილეში, ყველა მეათე პაციენტს, რომელსაც CoViD-19 მკურნალობას უტარებენ, სხვა რესპირატორული ვირუსებით დაავადებაც აქვს პარალელურად.

ამავდროულად, ათიდან ერთი პაციენტი, რომელიც ექიმებთან მივიდა რესპირატორული დაავადების სიმპტომებით, რაც შემდგომში დადასტურდა, ასევე დაინფიცირდა კორონავირუსული ინფექციით. კვლევაში მონაწილეობდა 562 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ დაინფიცირებულები იყვნენ CoViD-19– ით, რის შედეგადაც დიაგნოზი დადასტურდა 49 მათგანში.