იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 812 ადამიანი დაიღუპა
00:04:15     31-03-2020
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 812 ადამიანით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ზეა განთავსებული. ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 050-ს შეადგენს.
რაც შეეხება პანდემიის გავრცელებიდან დღემდე არსებულ მონაცემებს, იტალიაში კორონავირუსმა საერთო ჯამში 11 591 ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის იტალიაში 101 739-ს აღწევს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 14 620 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სერიოზულად კრიტიკულად ფასდება 3 981 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
იტალია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს ყველაზე მეტი დაინფიცირებული აშშ-ს ჰყავს.