ისრაელის პრემიერ-მინისტრი კარანტინში იმყოფება

  16:35:17     30-03-2020

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინში იმყოფება. სავალდებულო თვითიზოლაციაში იმყოფებიან მისი მრჩეველები და მთავრობის რამდენიმე წევრი. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერის ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.

„ვიდრე ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგი გახდება ცნობილი, რომელიც ყველა ეჭვს გამორიცხავს, პრემიერ-მინისტრმა და მისმა უახლოესმა პირებმა გადაწყვიტეს თვითზილაციში გადაიდნენ“ - აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

ისრაელში ამ დროისთვის კორონავირუსის 3340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.