კახეთში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა
10:56:27 30-03-2020
მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს კახეთში - ცეცხლს 80 წლამდე ასაკის ქალი ყვარლის მუნიციპალიტეტში ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, მარტოხელა მოხუცი ღუმელის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, მას ცეცხლი მოედო. მეზობლებმა სახანძრო სამსახური გამოიძახეს, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებიც.
ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.