ესპანეთის სანაპირო დაცვამ ატლანტის ოკეანეში 70-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა

  10:34:17     30-03-2020

ესპანეთის სანაპირო დაცვამ ატლანტის ოკეანეში 70-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიგრანტებს ტემპერატურა შეუმოწმეს და ახალი ტანსაცმლით უზრუნველყვეს.

70-ზე მეტი პირი ესპანელმა სამართალდამცველებმა კანარის კუნძულებზე გადაიყვანეს.