ტაილანდის ციხეში პატიმრებმა სამზარეულოს ცეცხლი წაუკიდეს

  10:19:12     30-03-2020

კორონავირუსის გამო ტაილანდის ციხეში პატიმრებმა ბუნტი ატეხეს. პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს 2 ათასამდე მსჯავრდებული იხდის, სამზარეულოს ცეცხლი წაუკიდეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 7-მა პატიმარმა კი ციხიდან გაქცევა მოახერხა.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სამართალდამცველებმა გაქცეული მსჯავრდებულები უკან დააბრუნეს.

კორონავირუსის გამო ტაილანდის ციხეებში შეზღუდვები 18 მარტს დაწესდა.