დონალდ ტრამპი: კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს

დონალდ ტრამპი: კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს

  12:50:41     29-03-2020

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტის შტატებში კარანტინის გამოცხადება გადაიფიქრა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს“, - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ შტატების გუბერნატორებთან კონსულტაციის შედეგად მიღებულია გადაადგილების მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა ოფიციალური აკრძალვა არ გამოცხადდება.

ამ დროისათვის, აშშ-ში ინფიცირების 123,780 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაიღუპა 2,229 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3,238.