"გემოს და ყნოსვის შეგრძნება აღარ მქონდა" - კორონავირუსი კიდევ ერთ ამერიკელ კონგრესმენს დაუდასტურდა

  08:53:01     28-03-2020

აშშ-ის კონგრესის წევრს, დემოკრატ ჯო კანინგემს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კონგრესმენი 19 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც კონტაქტში იყო ერთ-ერთ კონგრესმენთან, რომელსაც ასევე ვირუსი დაუდასტურდა.

"მიუხედავად იმისა, რომ თავს მშვენივრად ვგრძნობ, 17 მარტიდან არ მქონდა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. როგორც გავიგე, ეს არის სიმპტომი კოვიდ-19-ის. კომუნიკაცია მქონდა ექიმთან და მას შემდეგ ვარ თვითიზოლაციაში",-აცხადებს ის.

ცნობისთვის, კორონავირუსით რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენია დაინფიცირებული. კანინგემს არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა კონტაქტი.