
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა
17:49:45 27-03-2020
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს მეთიუ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდგინდა.
"დავუჯერე ექიმების რჩევას და კორონავირუსის ტესტი ჩავიტარე, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა“, - დაწერა მან twitter-ზე.
კორონავირუსი დაუდგინდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი ფორმის სიმპტომები გამიჩნდა და კორონავირუსზე ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა განვაგრძობ მუშაობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ერთად დავამარცხებთ ამ ვირუსს“, - დაწერა ბორის ჯონსონმა.