დონალდ ტრამპი: ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალურ მონაცემებს აყალბებს

  14:40:55     27-03-2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი ახალ კორონავირუსთან თან დაკავშირებით ინფორმაციას აყალბებს. ტრამპმა ესგანცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც, ოფიციალური მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვით შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს გაუსწრო. 

"თქვენ არ იცით, რა რიცხვია ჩინეთში. ჩვენს ადმინისტრაციას არ სჯერა ჩინეთიდან გამოსული მონაცემების. ის, რომ შტატებში დაინფიცირების გაზრდილი სტატისტიკა გამოვლინდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, თქვენ ვერ მეტყვით თუ რა ტესტირებას აკეთებს, ან არ აკეთებს ჩინეთი,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შერთებულ შტატებში ინდიცირებულთა რიცხვმა 85,749-ს მიაღწია, ჩინეთში კი მათი რიცხვი 81,340-ია.