ამერიკელი მსახიობი მარკ ბლუმი კორონავირუსით დაიღუპა
14:10:43     27-03-2020
ამერიკელი მსახიობი მარკ ბლუმი 69 წლისა გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ამის შესახებ The Variety წერს.
ნიუ-იორკის თეატრალურმა კომპანია Playwrights Horizons-მა, რომელშიც მსახიობი მუშაობდა, მისი გარდაცვალება დაადასტურა.
"მადლობა მარკ, რაც ჩვენი თეატრისთვის გააკეთე, ძალიან მოგვენატრები", - წერს კომპანია Twitter-ზე.