"ჩვენ ომში ვართ და უნდა ვიბრძოლოთ... შეიძლება სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ - ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ"

  12:41:21     27-03-2020

'უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად.. ჩვენ ომში ვართ ' - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ვირტუალურ სამიტზე, რომელიც კორონავირუსს გავრცელებას ეხება.

"მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა...

ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა ავაშენოთ სწრაფად, გავზარდოთ, ვასწავლოთ. ეს ალტერნატივა არ არის. ეს ვალდებულებაა. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ“,- აღნიშნა გებრეიესუსმა.