"ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლაში დაეხმაროს"
12:35:09     27-03-2020
ჩინეთი მზად არის, აშშ-ს დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლაში. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბარში განუცხადა.
"მოცემულ სიტუაციაში ჩინეთი და აშშ უნდა გაერთიანდნენ და ეპიდემიას ებრძოლონ. ჩინურ მხარეს ესმის ის სირთულეები, რომლის წინაშე ამერიკული მხარე დგას და მზად არის დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს“, - განაცხადა სი ძინ პინმა.
სატელეფონო საუბარში ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უფრო მჭიდროდ იმუშავებენ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სი ძინ პინთან დეტალურად განიხილა კორონავირუსის ეპიდემიის საკითხი.
კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით აშშ-მა ჩინეთსა და იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. რასაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები ადასტურებს.