სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 329-მდე გაიზარდა

  10:57:13     27-03-2020

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 329-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრში ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დღეის მონაცემებით ქვეყანაში COVID19-ისგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია ერთი. საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 311 ადამიანი.

16 მარტიდან 14 აპრილამდე სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში პირველ მარტს დაფიქსირდა.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელება სამი ძირითადი კერიდან მოხდა. თავდაპირველად ვირუსი ირანიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა გაავრცელა. ასევე ვირუსი გავრცელდა ერთ-ერთი ჯვრისწერის ცერემონიის დროს და ერევნის ერთ-ერთ საწარმოში.