ერიკ გარსეტი: ნიუ-იორკი მომავალი იტალიაა, ამ ვირუსისთვის სულ ერთია, სად ცხოვრობ
10:33:48     27-03-2020
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიხედვით, კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი კი - მომავალი იტალია, - ამის შესახებ ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ განაცხადა.
"იტალია -ირანი, ირანი - ჩინეთი. ამ ვირუსისთვის სულ ერთია, სად ცხოვრობ, შემდეგი შენ ხარ," - განაცხადა ერიკ გარსეტიმ „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, თუ მანამდე დაავადებულთა რაოდენობა 3-4 დღეში ორმაგდებოდა, ახლა ეს პერიოდი 2 დღემდეა შემცირებული. „და თუ ეს ტემპი გაგრძელდება, მალე დავეწევით ნიუ-იორკს“.
შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა და 85 3770-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვი კი - 1 295-ია.