27 მარტიდან უკრაინა საზღვარს ყველასათვის, მათ შორის, საკუთარი მოქალაქეებისთვისაც ჩაკეტავს

  22:23:58     26-03-2020

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 27 მარტიდან ქვეყნის საზღვარი ყველასათვის ჩაიკეტება, მათ შორის უკრაინის მოქალაქეებისთვისაც.

"27 მარტიდან სახელმწიფო საზღვარი ჩაიკეტება და შეწყდება ყველა სახის სამგზავრო გადაზიდვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო მიმართვაში.

"ჩვენ რთული არჩევანი წინაშე აღვმოჩნდით. ეს არის არჩევანი საზღვარგარეთ დარჩენილ მოქალაქეებსა და ქვეყნის შიგნით მყოფი 40 მილიონი მოქალაქის უსაფრთხოებას შორის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებზე უკრაინის დიპლომატიური მისიები იზრუნებენ.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით 145 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 5 კი გარდაიცვალა.