რამზან კადიროვი: ნუ გეშინიათ კორონავირუსის, სიკვდილამდე ნუ კვდებით შიშით! ლიმნიანი და თაფლიანი წყალი სვით და ნიორი ჭამეთ, ვერაფერი მოგერევათ

  19:49:08     26-03-2020

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კადიროვმა ხალხს მოუწოდა, პანიკას არ აჰყვნენ.

ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"ხალხს ღამე არ სძინავს იმის გამო, რომ ჩინეთში ავადმყოფობა, ვირუსი გამოჩნდა. ეშინიათ რომ დაიხოცებიან. მოიცადე, შენ ისედაც მოკვდები. სიკვდილამდე ნუ კვდებით! ადამიანები მხოლოდ ამ კორონავირუსზე საუბრობენ, WhatsApp-ში, ყველგან. ათასობით ადამიანი გრიპისგან იღუპება. ეს იგივე ვირუსია. ვისაც ჯანმრთელობას აქვს, მას გადაიტანს. ვისაც არა აქვს, - ვერა! იმუნიტეტის გასამაგრებლად გააზავეთ წყალში ლიმონი თაფლით, დალიეთ და დასხედით. ჭამეთ ნიორი, სუფთა სისხლი გექნებათ და ვერაფერი მოგერევათ," - განაცხადა კადიროვმა.