აზერბაიჯანში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

  12:30:15     26-03-2020

აზერბაიჯანში კორონავირუსით უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილს სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 93-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. პრევენციის მიზნით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ირანთან საზღვარი 20 აპრილამდე ჩაკეტა. გადაიდო რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფესტივალები.