ტაილანდში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
10:19:15     26-03-2020
ტაილანდში კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 30 აპრილამდე გასტანს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა შესვლა იზღუდება. ასევე შეზღუდულია რამდენიმე ადამიანის ერთად თავმოყრა, დახურულია სხვადასხვა დაწესებულებები - ყოველივე ეს კი საშუალებას იძლევა, ეპიდემიური აფეთქება თავიდან აიცილოს ქვეყანამ.
ტაილანდში ამჟამად კორონავირუსის 934 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.