ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 738 ადამიანი დაიღუპა
16:02:08     25-03-2020
ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 738 ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე ქვეყანაში COVID19-ს 3,434 ადამიანი ემსხვერპლა.
მსხვერპლთა რაოდენობით ესპანეთმა ჩინეთს გადაუსწრო. ამ უკანასკნელში ვირუსით სულ 3 285 ადამიანი დაიღუპა.