თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

  12:22:31     24-03-2020

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გაიზარდა დაინფიცირებულთა რაოდენობაც - მეზობელ ქვეყანაში COVID19-ის 1529 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არის მოსაზრება, რომ თურქეთი, ისევე, როგორც რუსეთი, დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას მალავს.