ბრიტანეთში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

  10:09:09     24-03-2020

ბრიტანეთმა ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონა კორონავირუსს "დიდი საფრთხე" უწოდა, რომელიც დიდ ბრიტანეთს ათწლეულების განმავლობაში ემუქრება. პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში, რომ Covid-19-ის გავრცელება შეჩერდეს.

მისი თქმით, ბრიტანეთში ადამიანებს შეეძლებათ საკუთარი სახლები მხოლოდ შეზღუდული მიზნებისთვის დატოვონ:

მოსახლეობას საშუალება ექნება სახლიდან გავიდეს აუცილებელი ნივთების საყიდლად. დღეში ერთხელ ვარჯიშისთვის-მარტო, ან ოჯახის ერთ წევრთან ერთად . სამედიცინო საჭიროებისთვის,ან დასახმარებლად, გადაადგილებისთვის სამუშაოდ, თუკი აუცილებელია და დისტანციურად შეუძლებელია.

”თუ თქვენ არ დაიცავთ წესებს, პოლიციას ექნება უფლებამოსილება ჩაერიოს",-განაცხადა პრემიერმა.

ახალი შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.